ლუქსემბურგში სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გაძარცვეს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი კარენ ჩშმარიტიანი ევროპაში ვიზიტის დროს გაძარცვეს. სომხური გაზეთის „ჟოხოვურდის“ ცნობით, ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მაგრამ მის შესახებ ცნობილი ახლა გახდა. „ჩშმარიტიანი გასული წლის დეკემბერში ლუქსემბურგსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ერთი ქვეყნიდან მეორეში მგზავრობის დროს მას პორტმანი და ჩანთა მოჰპარეს, რომელშიც სხვადასხვა საბუთი ჰქონდა“, – წერს სომხური გამოცემა.
ინციდენტის შემდეგ ჩშმარიტიანმა ბელგიაში სომხეთის საელჩოს მიმართა, რომელიც ახალი საბუთების მიღებაში დაეხმარა. სომხეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები