ობამა კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 19 მილიარდ დოლარს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესისგან კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ეს სახელმწიფო უწყებების კომპიუტერული უსაფრთხოებისთვის გასულ წელს გამოყოფილ თანხას 35%-ით აღემატება.
ობამას თქმით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაცავად ფედერალური უწყებები მოძველებულ კომპიუტერულ სისტემებს იყენებენ. ასე მაგალითად, ობამას თქმით, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო 1960-იან წლებში გამოშვებული სისტემებით სარგებლობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების ასეთი გავრცელების გამო, აუცილებელია ახალი სისტემების შექმნა. ცვლილებები უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები