სასამართლომ ბაია გადაბაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაია გადაბაძეს უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებაზე, რომლითაც “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა. თუმცა სასამართლო მის სასარჩელო მოთხოვნას მომავალში განიხილავს.
ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის მოვალეობას ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (55%) მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები