აღმოსავლეთ უკრაინაში ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა, რომელშიც მშვიდობიანი პირები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ნოვომიხაილოვკის საკონტროლო -გამშვებ პუნქტთან მოხდა. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებით, ინციდენტი უკრაინის მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები