„მაესტროს“ჟურნალისტების მორიგი განცხადება – გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები, სასამართლო დავის დასრულებამდე, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შემსრულებლად ბაია გადაბაძეს ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით.
“კიდევ ერთხელ, “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ. ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით. ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს გადაცემების: “კონტაქტის”, “მაესტროს ფაქტორის”, “ბიზნესკონტაქტის”, “საქმიანი დილის” და “ერთი წუთი მაესტროზე” ჟურნალისტები აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები