არჩილ თალაკვაძე: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის დროს, პირის იდენტიფიცირება არ ხდება

შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში ვრცლად ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, პირის იდენტიფიცირება არ ხდება და შესაბამისად, არც პირის პერსონიფიცირება ხდება. მინისტრის მოადგილემ კანპროექტზე განმარტებების დროს შესაბამისი მაგალითებიც მოიყვანა. „კამერა ჩართული შეიძლება იყოს იმ ზონაში, სადაც უკონტაქტო პატრულია, ან შეიძლება ჩართოს ეკიპაჟმა მაშინ, როცა უშუალოდ ხედავს დარღვევას. მაგალითად, თუ დაინახა, რომ მანქანამ გადაკვეთა ღერძულა ხაზი საცობში და დადგა საწინააღმდეგო მიმართულებით, ჩაიწერს ამას ჩვეულებრივად და ის მანქანა დაჯარიმდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ არ ხდება პირის იდენტიფიცირება. შესაბამისად, პერსონიფიცირება არ ხდება. საერთო სარგებლობის გზებზე და საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოქალაქეს პრივატულობის მოლოდინი არ აქვს. სახელმწიფოს ისედაც დაანონსებული აქვს, რომ აქ ხდება მონიტორინგი, მიმდინარე პროცესი, ეს არის საჯარო სივრცე და სახელმწიფო ვალდებულია იქ, სადაც რისკები მაღალია ადამიანების დაშავების ან დაღუპვის შემთხვევა, სიტუაცია აკონტროლოს და ჩაერიოს. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დღეს არსებული კანონმდებლობითაც სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეო ტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები