ირაკლი რუხაძე: “მაესტროს” წილის გასხვისებით თავად მაკა ასათიანის მეუღლეა დაინტერესებული

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ 30 პროცენტიანი წილის გასხვისებით თავად მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიაა დაინტესებული.
ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, მას ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. თუმცა, გია გაჩეჩილაძეს თანხა ასესხა. „კოტე ითხოვდა 9,5 მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7,5-ს. დღეს კოტე ითხოვს 5,5-ს თავისი და ბაჩო კიკაბიძის წილის გასხვისებაში. დღეს კოტე გოგელია ითხოვს თავის წილში 5, 5 მილიონს. მე კოტეს ველაპარაკე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 7-8 ჯერ. თვითონ მირეკავდა სულ“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მაესტროს“ კიდევ ერთ მეწილეს ბაჩო კიკაბიძეს, იგი მოლაპარაკებებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მაესტროში წილი აღარ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები