დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე პოსტს აქვეყნებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ქართულ ენაზე პოსტს აქვეყნებს.
ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ეხმაურება და შეხვედრის შემდეგ გაკეთებული თავისი ოფიციალური განცხადების ლინკს აქვეყნებს.
“ევროკავშირი და საქართველო – ნამდვილი პარტნიორები. განცხადება პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ”, – ნათქვამია დონალდ ტუსკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.