საგარეო უწყება გერმანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 9 თებერვალს, გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მხარეში, ბად აიბლინგთან მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა ათეულობით ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები