ლევან გაჩეჩილაძემ დღეს „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირება ვერ მოახერხა
ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრში “მაესტროს” გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების შესახებ განაცხადი დღის ბოლოს შეიტანა. თუმცა, სამუშაო საათების დასრულების გამო, დარეგისტრირება დღეს ვერ მოხეხრდა.
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საჯარო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის განაცხადი შევიდა, თუმცა დარეგისტრირების პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. მათივე ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძემ „მაესტროს“ გენერალური დირექტორად დარეგისტრირების პროცესის დაჩქარების მიზნით კანონით შესაბამისი თანხა გადაიხადა.
“განაცხადი შევიდა, დაჩქარებული წესით, მეურვის ნებართვის შემდეგ მოხდება რეგისტრაცია. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს უნდა ჰკითხოთ საჯარო რეესტრს. ყველა საბუთი წესრიგშია, მეურვემ ხელი მოაწერა “მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმს და საბუთები დასარეგისტრირებლად შევიდა”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.