მაკა ასათიანი: ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული იყო

არის სამი გოგონა და ძალიან განვიცადე, არ მეგონა, რომ სამი ისეთი ადამიანი იქნებოდა, რომელიც ამ ერთობლიობას დაარღვევდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა.
„არის სამი გოგონა და ძალიან განვიცადე, არ მეგონა, რომ სამი ისეთი ადამიანი იქნებოდა, რომელიც ამ ერთობლიობას დაარღვევდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალბათ ჩემი მხრიდანაც იყო დაშვებული რაღაც შეცდომები, რატომაც მათ მთელი გუნდის ერთიანობაში ეჭვი შეიტანეს და თავიანთი განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული იყო – ძალიან მტკივნეული იყო“, – აცხადებს ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები