მაკა ასათიანი: წილის გაყიდვას არ ვაპირებ

ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის მფლობელი, მაკა ასათიანი, ირაკლი რუხაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე არ ადასტურებს.
როგორც ასათიანი აცხადებს, ის წილის გაყიდვას არ აპირებს. ირაკლი რუხაძის მტკიცებით, მას კოტე გეგელიასთან რამდენიმე თვეა, მოლაპარაკება აქვს წილის გასხვისებაზე, თუმცა თანხის ოდენობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეების ტელევიზიაში მისვლის საკითხს, „მაესტროს“ გენერალური დირექტორი, მაია გადაბაძე, გაჩეჩილაძეებს ტელევიზიაში დღეს ელოდება. მისი ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძე მეურვესთან ერთად აპირებს დღეს ტელევიზიაში მისვლას. მაკა ასათიანი კი ამბობს, რომ ის ტელევიზიაში მისულ გაჩეჩილაძეებს ძალისმიერი მეთოდით არ შეაჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები