ლუკაშენკო: ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირიმი რუსთის ტერიტორიად ნაწილობრივ აღიარა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. “ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია”, – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, მისთვის არავის მოუთხოვია ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება.
“მე შეიძლება ეს ვაღიარო ან არ ვაღიარო, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება”, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკანშენკომ მინსკში.
ლუკაშენკოს შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ დსთ-ს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული მიდგომისგან შორსაა.