„დომოდედოვოს“ აეროპორტში 2011 წელს მომხდარი ტერაქტის საქმეზე, შესაძლოა, ყოფილი დირექტორი დააკავონ

რუსეთში გამომძიებლები „დომოდედოვოს“ აეროპორტის ყოფილი დირექტორის, ვიაჩესლავ ნეკრასოვის და იმ კომპანიის მმართველის დაკავებას მოითხოვენ, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. შესაბამისი შუამდგომლობით გამოძიებამ სასამართლოს უკვე მიმართა.
გაზეთი „კომერსანტი“ კი საკუთარ წყარობზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიაჩესლავ ნეკრასოვი უკვე დაკავებულია. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა Airport Management Company Limited-ის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი, სვეტლანა ტრიშინაც დააკავეს.
ყველა ამ პირს ბრალდება ისეთი საქმიანობის წარმართვა, რომელიც “უსაფრთხოების ზომებს არ შეესაბამება, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა“.
ცნობისთვის, „დომოდედოვოს“ აეროპორტის ტერიტორიაზე ტერაქტი 2011 წლის იანვარში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რასაც 37 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. 170 ადამიანი აფეთქების შედეგად დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები