გიორგი ალიბეგაშვილმა სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ასევე საკრებულოს დეპუტატებმა „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით დაწყებული სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, OkTopUs-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ახალ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელსაც შპს „ფიტამინი“ გახსნის, 2 000 მომხმარებელზეა გათვლილი და 20 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის. წარმოდგენილი მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზანი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერის გზით ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.