„მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ, მეგობარს ვასესხე”

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.
„მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია. უბრალოდ, მეგობარს ვასესხე. რაოდენობა „უცნობს“ ჰკითხეთ. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც, თუ სურს, უნდა თქვას „უცნობმა“. თანხა ვასესხე იმიტომ, რომ პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დამიბრუნებს, „უცნობი“ მეგობარია და თან ეს ბიზნესიცაა“,- აღნიშნა რუხაძემ “2030“- სთან ინტერვიუში.
რაც შეეხება კოტე გოგელიას, მისი თქმით, კოტე გოგელია „მაესტროს“ გაყიდვას კარგა ხანია, აპირებს, ამაში ხუთ მილიონ-ნახევარს ითხოვს, თუმცა გია გაჩეჩილაძე გაყიდვაზე არ თანხმდება. რუხაძის თქმით, „მაესტროსთან“ დაკავშირებით კონსულტაციებს აპირებს და ამ მიზნით ლევან და გია გაჩეჩილაძეებსაც შეხვდება. „გაყიდვაზე ვერ მოილაპარაკეს და ამიტომ ატყდა ამბავი. კონსულტაციებსა და გაჩეჩილაძეებთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვაპირებ“,-აღნიშნა რუხაძემ.
რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს, რუხაძის თქმით, ჩამოვიდა იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები