ბაია გადაბაძე სასამართლოში ჩივის: გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა


ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი ბაია გადაბაძე, ტელეკომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა, რის გამოც გადაბაძე არხის ახალ დირექტორს, ლევან გაჩეჩილაძეს, სავარაუდოდ, სასამართლოში უჩივლებს.
როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს დღეს მიმართავს. გადაბაძე მოითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი “მაესტროს” პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.
“სარჩელში საუბარია იმაზე, რომ გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა. ასევე მოყვანილია კონტრარგუმენტები იმ არგუმენტებისა, რის საფუძველზეც დირექტორობიდან გამათავისუფლეს. მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი და არგუმენტები, რაც ჩემს გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, ლოგიკური არ არის “, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები