გერმანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ბავარიის მხარეში მატარებლების შეჯახება მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მატარებლები ერთმანეთს ქალაქ ბაილ აიბლინგთან, მიუნხენიდან 60 კილომეტრში შეეჯახნენ. ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რამდენიმე ვაგონი კი ამოყირავდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამხურები მუშაობენ.

12666293_10205335984470727_1863815842_n

12696211_10205335984430726_1111665298_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები