მიხეილ სააკაშვილი: ამერიკული იარაღით უკრაინა მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკული იარაღით და შესაბამისი ცოდნის შემთხვევაში უკრაინული ჯარი მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინული ჯარისკაცების საბრძოლო შემართება ძალზე დიდია. თუ ისინი სათანადო იარაღს და ცოდნას მიიღებენ, რუსეთის დაპყრობასაც შეძლებენ“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ძალზე უჭირთ ბრძოლა მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები