სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ფხენიანმა თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა

სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მეშვეობით ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა. ამასთანავე, სამხრეთ კორეას ამ დროისთვის არა აქვს ინფორმაცია, მუშაობს თუ არა ეს თანამგზავრი.
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრი „უკონტროლოდ ტრიალებს და რაიმე ფუნქციის შესრულება არ შეუძლია“.
ფხენიანის მოქმედება საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო. გაეროს რეზოლუცია უკრძალავს ჩრდილოეთ კორეას რაიმე საქმიანობის წარმოებას, რომელიც ბირთვულ იარაღთან ან ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული.
ახლო მომავალში გაერო ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს, რაც ამ ორგანიზაციის წესდების არაერთი დარღვევის საპასუხოდ იქნება მიღებული. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე თანამედროვე ანტისარაკეტო კომპლექსებს განათავსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები