ჰონგ-კონგში პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის შეტაკებები მოხდა
ჰონგ-კონგის პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა არალეგალური კაფეებისგან ვონკოკის რაიონი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეტაკებების შედეგად 44 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მოვაჭრეებმა პოლიციას ქვები და სხვა ნივთები დაუშინეს, სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. პოლიციას ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც მოუწია.
დაკავებულია სამი პირი. ვონკოკი ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული რაიონია. ის ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც ქუჩის ბაზრების, პატარა კაფეების და რესტორნების ადგილი. ამასთანავე, ჰონგ-კონგის ამ რაიონში ყველაზე რთული კრიმინოგენული სიტუაცია არის შექმნილი.