საკრებულოში ფრაქციის -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც ფრაქციის წევრებმა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს გივი კუბლაშვილს მოუსმინეს. გივი კუბლაშვილმა დეპუტატებს სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული სამუშაოების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია და, ამასთან, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრების, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საკითხებზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კუბლაშვილმა პრეზენტაციაზე 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი ისეთი პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარება, ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
ფრაქციის წევრებმა წარმოდგენილი პრეზენტაციისა და, კერძოდ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარადგინეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ აღნიშნა, თბილისის რაიონებში არსებული ვითარების დეტალური ანალიზისა და რეაგირების მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებსა და რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შორის შეხვედრები შედგება, რომლებსაც რაიონის გამგებლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები