იაპონიის ბირჟაზე დღეს Nikkei-ის ინდექსი 5%-ით დაეცა
იაპონიის ბირჟაზე დღეს ვაჭრობის გახსნისას Nikkei-ის ინდექსი 5%-ით დაეცა. იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალმა პირველად 0% შეადგინა. დაეცა ასევე ავსტრალიის ბირჟის ინდექსი ASX – მან 2,1 %-ით დაიწია. აზიის ბაზარზე ბირჟების ინდქსების დაწევა ევროპის ბირჟების ინდექსების კლებამ, ასევე მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებამ და ნავთობის გაიაფებამ გამოიწვია. შეერთებულ შტატებში ბირჟების ინდექსი ორშაბათს დაეცა. Nasdaq Composite-მა 2,5%-ით დაიწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014 წლის სექტემბრიდან. Dow Jones-ის ინდექსი 2%-ით შემცირდა, თუმცა მოგვიანებით მან ზრდა დაიწყო.