რუსეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ფსკოვის ოლქში „მი-8“-ს ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის სამი პილოტია და ერთი ტექნიკოს-ინსტრუქტორი. „მი-8“ საწვრთნელ ფრენას ატარებდა. ამჟამად ინციდენტის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები