საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის.
მარგოტ ვალსტრომმა, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
შეხვედრისას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.