„მაესტროს“ ჟურნალისტები: “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება, თანამშრომლები კი საქმიანობას განაგრძობენ

ტელეკომპანია “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება, თანამშრომლები კი საქმიანობას განაგრძობენ, – ამის შესახებ არხის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელიც წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა. განცხადების შინაარს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ტელეკომპანია “მაესტროს” სახელით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია. “მაესტროში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: ”მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. თანამშრომლები აგრძელებნ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია.
თუმცა, ვიდერე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს ”სტუდია მაესტროს” დირექტორისგან განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე ”მაესტროს” მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები