რუსული მედია – სომალის თვითმფრინავის ბორტზე თვითმკვლელი ტერორისტი Turkish Airlines-ის ბილეთით მოხვდა

თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც სომალიში ავიაკომპანია Dallo Airlines-ის ბორტზე ბომბი ააფეთქა, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეისით უნდა გაფრენილიყო, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვესტი. რუ“ იუწყება.
ცნობისთვის, აფეთქება თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მოგადიშოდან ჯიბუტიში მიფრინავდა, 2 თებერვალს, აფრენიდან 15 წუთში მოხდა. ავიალაინერის ბორტზე 74 მგზავრი იმყოფებოდა.
წინასწარი ვერსიით, აფეთქება ერთ-ერთმა მგზავრმა მოაწყო, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა. ავიაკომპანია Dallo Airlines-ის ხელმძღვანელის მოჰამედ იასინის თქმით, აფეთქებული ავიალაინერის მგზავრთა უმეტესობა სწორედ Turkish Airlines-ის რეისით უნდა გაფრენილიყო, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო. თვითმფრინავის პილოტებმა, რომლის ბორტზეც აფეთქება მოხდა, მისი ავარიული დაფრენა შეძლეს. ტერორისტის გარდა, აფეთქების დროს თვითმფრინავში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები