აღმოსავლური საროსკიპო თბილისში, სადაც ქართველი გოგონები სხეულით ვაჭრობენ
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, რომელიც ცნობილი ხინკლის სახლის გვერდით მდებარეობს, აღმოსავლურ საროსკიპოს მიაგნო.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პირველად თვალში კლუბი „ორიენტალი“ გვხვდება.
კარებზე დიდი ასოებით არის აღბეჭდილი: „18 წელს ქვემოთ ადამიანები არ დაიშვებიან“ და „ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია“, არადა, შიგნით არასრულწოვანების აღმოჩენა არ გაგიჭირდებათ.
კლუბში აღმოსავლური, რუსული და იშვიათად ინგლისური მუსიკის ჰანგები ისმის. სტუმრები, ძირითადად, არაბები, ირანელები და თურქები არიან. ქალები კი ქართველები, რომლებიც სხეულით ვაჭრობენ.
კლუბ „ორიენტალის“ შემდეგ კლუბი „ირანული ღამეებია“ . ბარიდან მარცხნივ, ამაღლებულ ადგილას სტუმარი მამაკაცები სხედან. ძირითადად, უცხოელები და წინ, შედაბლებულ ადგილას მოკალათებულ ქალებს აკვირდებიან.
როგორც ჩანს, ეს მათთვის სასურველი სხეულის არჩევის საშუალებაა. არჩევანის მიღების შემდეგ ანიშნებენ და გოგონაც მამაკაცის გვერდით ჩნდება…
მიწისქვეშეთში, ირანული კლუბების გარდა, უფრო მრავლად შეხვდებით, არაბულ და თურქულ კლუბებს. ფოიეში ქართველი მამრების პოვნაც არ გაგიჭრდებათ. ალბათ, მათაც მოაგნეს აღმოსავლურ ჰარამხანას. თუმცა, გოგონები, ძირითადად, უცხოელ კლიენტებზე ნადირობენ და ქართველებს ნაკლებად ენდობიან. ასე რომ, თბილისის რუკაზე კიდევ ერთი საროსკიპო მოინიშნა. თანაც, ძალიან მასშტაბური. ერთ-ერთი მათგანი უკვე 7 წელია ფუნქციონირებს. აღმოსავლურ იმიჯს ამოფარებული კლუბები, რეალურად სხვა ფუნქციას ასრულებენ. ჰო, თითოეულ მათგანს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იცავს.