იან კელი: საელჩო დაინტერესებულია მედიაგარემოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით

ამერიკის საელჩო მუდმივად დაინტერესებულია მედიაგარემოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ ყველას ექნება აზრის გამოხატვის და გამოთქმის საშუალება და მედიის მუშაობას ხელი არ შეეშლება.
“ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიის წარმატებაა. წელს მნიშვნელოვანი წელიწადია, შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩაატაროთ. პრიორიტეტია, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, საკუთარი ხმა მოსახლეობას მიაწოდოს. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედიასაელჩო, რომელიც დაინტერესებულია მედიაგარემოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით. სწორედ ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა “მაესტროს” ხელმძღვანელობასთან გასულ კვირას”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები