მინდია ჯანელიძე: თავდაცვის სამინისტრომ სწორი რეაგირება მოახდინა
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების მიერ შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც ჯანელიძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სწორი რეაგირება მოახდინა.
“ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სწორი რეაგირება მოახდინა. ჩემთვის ნამდვილად არ იყო მსგავსი ფაქტების შესახებ ცნობილი. ყველას მოვუწოდებ, მანამ, სანამ გამოძიება დასასრულამდე არ არის მისული, ნურავისკენ ხელს ნუ გავიშვერთ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა გამოქვეყნა ანგარიში, სადაც სამხრეთ აფრიკაში სამხედრო მისიაში მონაწილე ჯარისკაცები ადგილობრივ გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში არიან დადანაშაულებულნი. მათ შორის საუბარია ქართველ სამხედროებზეც.