ბრიტანეთის მინისტრი: რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია დაემუქროს
ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია დაემუქროს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა სტატია გამოცემა “სანდი ტელეგრაფში” გამოაქვეყნა.
უილიამ ჰეიგი წერს, რომ დასავლეთმა უნდა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას და ის აუცილებლად უნდა შეცვალოს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის ახალი რეჟიმი უნდა იყოს განსხვავებული იმ მიდგომისგან, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არსებობდა.
“ახალმა მიდგომამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის გარიცხვა გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მისი გავლენის შესუსტება ევროპაში”, – წერს ჰეიგი.