პრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულს გამოავლენს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი. გამარჯვებულ კომპანიას თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
ამ საკითხზე პრემიერი დღეს პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე ჩაინიშნა.