თბილისის მერობისთვის დავით საგანელიძე იბრძოლებს?!
„თბილისის მერობისთვის დავით საგანელიძე იბრძოლებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციაზე დაყრდნობით გამოცემა წერს, თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები მაისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ თუკი თბილისის მერი კანონით გათვალისწინებულ არჩევნებამდე 10 თვით ადრე გადადგება, მაშინ მის მოვალეობას ოფიციალური არჩევნების დღემდე ვიცე-მერი შეასრულებს. ამ ეტაპზე ვიცე-მერი ლაშა აბაშიძეა. ხოლო თბილისის მერობისთვის უკვე ვადამდელი არჩევნების დროს დავით საგანელიძე იბრძოლებს.