ტაივანში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ტაივანში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზრდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ნანგრევებში 132 ადამიანი რჩება .
მაშველები გადარჩენილთა ამოყვანას და ტერიტორიის გაწმენდას მძიმე ტექნიკის საშუალებით ცდილობენ. ნანგრევების ზედა ფენებში 29 ადამიანია მოყოლილი, ათობით პირი კი ბეტონისა და რკინის კონსტრუქციების მასის ქვეშ რჩება.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში შაბათს მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. საერთო ჯამში, მიწისძვრას შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ნანგრევებიდან კი მაშველებმა 350 პირი ამოიყვანეს.