რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
სააგენტო “ტასი”-ს ინფორმაციით, რუსეთში Ан-2-ის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი რეისს სტერლიტამაკიდან ორსკის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ნაწილები ორსკის მახლობლად აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი მეტოროლოგიური პირობები იყო.