გია ვოლსკი გოგი თოფაძეზე: სიტყვა შეეშალა

სიტყვა შეეშალა, ამ სიტყვას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას. როგორც ვოლსკიმ „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, ამ საკითხზე პრობლემის შექმნა უფრო აქტუალური გახდა.
„პრობლემა ის კი არ არის, რომ პრეზიდენტს შეახსენა მისი 15 წლის წინანდელი გამონათქვამები, სიტყვა შეეშალა, ამ სიტყვას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, სენსიტიურია. რეალურად, ამ საკითხზე პრობლემის შექმნა უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე იმ დეტალების განხილვა, რაც თუნდაც ჩემს გამოსვლაში იყო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობის წევრი იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თითქოს ამ თემით, პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.
„ბევრჯერ ვიტყვი, რომ არაეთიკური, არასწორი და პოლიტიკურადაც გაუმართავია. რამდენჯერაც იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ იგივეს, თუმცა ფაქტი დაიკარგა. რა ანტიპრეზიდენტულ კამპანიაზეა საუბარი, როდესაც სულ სხვა ტენდენციები წამოვწიეთ წინ და სულ სხვა თემებს აქვს საგანგებო მნიშვნელობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენების შემდეგ, გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ერი “დაუნებად” მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები