„ან–2“-მა, რომელთანაც კავშირი გაწყდა, კატასტროფა განიცადა
რუსეთში, ორენბურგის ოლქში მაშველებმა „ან–2“-ის თვითმფრინავის დაცემის ადგილი აღმოაჩინეს.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ნავთობსადენის მონიტორინგს ახორციელებდა და ის სტერლიტამაკიდან ორსკში მიფრინავდა.
კატასტროფა ქალაქ ორსკიდან 30 კილომეტრში მოხდა. „ან–2“ ავიაკომპანია „ლაით ეარს“ ეკუთვნიოდა და ის კომპანიამ „ორსკნეფტეორგსინთეზმა“ დაიქირავა. ამ ტიპის თვითმფრინავის წარმოება 1947 წლიდან ხდება.