საფრანგეთში მიგრანტებზე თავდასხმის ფაქტებს იძიებენ
საფრანგეთის პროკურატურამ ქალაქ კალეში მიგრანტებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები დააკავეს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ისინი შავი ფერის „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
როგორც „ბი-ბი-სის“ მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აცნობეს, რომლებიც ლტოლვილებს ეხმარებიან, მათზე თავდასხმის ფაქტები ბოლო დროს გახშირდა. ბოლო კვირის განმავლობაში 20-მდე ასეთი თავდასხმა მოხდა. ამჟამად ქალაქ კალეს კარვების ქალაქში, რომელსაც „ჯუნგლებს“ უწოდებენ, 5 ათასამდე მიგრანტი ცხოვრობს. ისინი დიდ ბრიტანეთში ჩასვლას ცდილობენ. იანვრის დასაწყისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარვების ნაწილი დაშალა.