ტაივანში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. 378 ადამიანი დაშავებულია და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ტაინანში ჩამონგრეული 17-სარულიანი სახლის ნანგრევებში შეიძლება 200-მდე ადამიანი იმყოფებოდეს.
მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნანგრევებში ადამიანების ძებნის დროს მაშველები სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს იყენებენ. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,4 შედგინა. ეპიცენტრი ექვსიდან ათი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა, ამიტომ მიწისძვრის დამანგრეველი ძალა ძალზე მაღალი იყო.