არგენტინამ კრედიტორებს ვალის ნაწილის ჩამოწერის თხოვნით მიმართა
არგენტინამ კრედიტორებს მისთვის ვალის 25%-ის ჩამოწერის თხოვნით მიმართა, რაც 9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამას წინ უძღოდა ნიუ-იორკში ხუთდღიანი დაძაბული მოლაპარაკება. შესაბამისად, არგენტინა დარჩენილი 75%-ის გადახდას დათანხმდა. საუბარია ვალზე, რომელიც 2001 წელს, ქვეყნის ისტორიაში მომხდარი უმსხვილესი დეფოლტის შემდეგ დარჩა. ის 132 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2000-იან წლებში არგენტინის ხელისუფლებამ ვალის 93%-ის რესტრუქტურიზაცია მოახდინა, მაგრამ ფასიანი ქაღალდების მეპატრონეებმა ნიუ-იორკის სასამართლოს მეშვეობით თანხის სრული დაბრუნების გადაწყვეტილებას მიაღწიეს. აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში არგენტინის მიერ სესხის აღება საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად შეიზღუდება.