ჩიკაგოს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოს პოლიცია ექვსი ადამიანის მკვლელობას იძიებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, ორი მამაკაცის, ორი ქალის და ორი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. მამაკაცებს, ბავშვებს და ერთ ქალს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ, მეორე ქალს კი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია. პოლიციაში ამბობენ, რომ სახლში ძარცვის კვალი ვერ ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები