50 კმ-მდე ოქრო და 5 მილიონი დოლარი უკრაინის ექსმინისტრის სახლში
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის სახლიდან გამოძიებამ 50 კილოგრამამდე ოქრო, ძვირფასეულობა და 5 მილიონი დოლარი ნაღდი ფული ამოიღო. გენერალურმა პროკურატურამ ედუარდ სტავისკის ოფისებსა და შენობებში ჩხრეკის 32 ოპერაცია ჩაატარა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონებას გამოძიებამ მიაკვლია ერთ-ერთ სახლში, რომელიც ყოფილმა მინისტრმა 15 მარტს სხვა იურიდიულ პირს გადაუფორმა. ამ სახლში შესვლისას გამომძიებლებს სტავიცკის ერთ-ერთი ფირმის ბუღალტერი დახვდა, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. გამოძიების ცნობით, ბუღალტერი საბუთების განადგურების ფაქტზეა დაკავებული.