დუბლინის სასტუმროში მომხდარი სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინფორმაციას უცხოური მედია ირლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული და დაჭრილები 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. სროლები სასტუმრო “Regency Hotel”-ში მოხდა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.