ბელბეკის უკრაინული ტაქტიკური ბრიგადის მეთაური დააკავებულია

  ბელბეკში უკრაინული ტაქტიკური ბრიგადის მეთაური იული მამჩური დაკავებულია, ის სევატოპოლის სამხედრო ციხეში გადაიყვანეს, – ამის შესახებ მამჩურის ცოლმა „ABC ნიუსს“ განუცხადა. მამჩურის ცოლის განცხადებით, მისმა მეუღლემ დაკავების შესახებ მას ტელეფონით აცნობა, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა.
ამასთან, მამჩურის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ბელბეკის ბაზას მათი მეთაურის დაბრუნებამდე არ დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ბელბეკში, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა რუსულმა არმიამ შტურმით აიღო. მათ ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. მოგვიანებით კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული ტაქტიკური ბრიგადის მეთაური იული მამჩური გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები