პუტინმა ყირიმში ტერიტორიული მართვის ორგანოების შექმნის განკარგულება გასცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმსა და სევასტოპოლში 29 მარტამდე ტერიტორიული მართვის ორგანოების შექმნის განკარგულება გასცა. ამის შესახებ განკარგულება კრემლის ვებ-გვერდზე გამოქყვეყნდა. განკარგულების მიხედვით, ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების შექმნაზე პასუხისმგებლები არიან: რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი და ფედერალური უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციის საბჭომ 21 მარტს მოახდინა.