საშიში კოლიბაქტერიები ქართულ ბაზარზე – რა უნდა გაითვალისწინოთ ნახევარფაბრიკატების შეძენისას

„ნახევარფაბრიკატების 85 პროცენტი ნაწლავური ცხიმით არის გაჯერებული“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ გამოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარემ გია ბურჯანაძემ განუცხადა.
„სასაკლაოს გვერდის ავლით პროდუქცია არის იაფი, მხედველობაში მაქვს ის გამოუსადეგარი ხორცი, რომელიც გადაგდებასა და განადგურებას ექვემდებარება. სანამ კონტროლის მექანიზმი არ გამკაცრდება, მანამდე იარსებებს ეს პრობლემები.
ინფექციურში გვქონდა გამოკვლევა და ინტოკსიკაციის დაახლოებით 75-80 პროცენტი მოდის საკვებ პროდუქტებზე, აქედან, ნახევარფაბრიკატები და ხორცპროდუქტები ჭარბობს.
ჯერ ბუნდოვანია, როდის შეძლებს სახელმწიფო სასაკლაოების გვერდის ავლით ხორცის გავრცელების კონტროლს. მანამდე კი, მომხმარებელს ისღა დარჩენია სიფრთხილე დაიცვას, კარგად წაიკითხოს ეტიკეტი, პროდუქტის ვადა ან ეჭვების არსებობის შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს ოპერატიულად მიმართოს“, – დასძინა ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნახევარფაბრიკატი კიევური კატლეტი „კოტლეტი კიევური დიდგორი 2010“ კოლიბაქტერიებითაა სავსე.
როგრც გამოცემა წერს, იგივე კოლიბაქტერიები ლაბორატორიული კვლევის შედეგად შებოლილ სკუმბრიაში და რამდენიმე საშაურმის მიერ წარმოებულ პროდუქტშიც აღმოაჩინეს.
საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ კოლიბაქტერიებით დაბინძურებულმა საკვებმა შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს-ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმფტომებით-გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით.
მძიმე შემთხვევების დროს კი შესაძლოა განვითარდეს სეფსისიც.
სურსათის/სასმელის ფეკალური დაბინძურება კი ადამიანის შემდეგი დაავადების მიზეზი სეიძლება გახდეს: A და E ჰეპატიტები, ასკარიდოზი, ენტეროვირუსული ინფექციები, ლამბლიოზი. მუცლის ტიფი, ნოროვირუსული ინფექცია, როტავირუსული ინფექცია, შიგელოზი, ქოლერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები