რატი იონათამიშვილი: ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს

,,ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, რაც პირველ რიგში არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი მიდგომები”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი იმ გზაზე სვლას განაგრძობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებებისკენ შემობრუნება მოხდება და ამის ნიშნები ცალკეულ ქვეყნებში ნამდვილად შეინიშნება. ბოლო მაგალითი იყო ჩეხეთში განხორციელებული საარჩევნო შედეგები. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები