“ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა – ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი საქმის კურსშია და კავშირზეა.
„ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ვიცი. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯემალ ანანიძემ რამდენიმე დღის წინ ინსულტი მიიღო, დაცემის შედეგად კი თავის არეში დაზიანება.