ციხის ამბოხი ეკვადორში – დაღუპულია ათობით პატიმარი

ეკვადორის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მასშტაბური ამბოხის შედეგად, ათობით პატიმარი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ელ-ოროს პროვინციაში მდებარე ციხის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას შუადღისას მათ სულ მცირე 31 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ჩამოხრჩობით გამოწვეული ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იმავე დღეს ციხის კედლებიდან სროლის, აფეთქებების და დახმარების თხოვნის ხმები გაიგეს.

ციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმები და დამატებითი პოლიციის ნაწილებია შეყვანილი. ხელისუფლებამ დაწესებულების შიდა კონტროლი უკვე აღადგინა.

ეკვადორის ციხეებში ძალადობის შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა. მხოლოდ 2021 წლიდან დღემდე, ქვეყანაში 400-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები