სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის დახმარებაში ადანაშაულებენ
სამხრეთ კორეის პროკურატურამ ოფიციალურად ბრალი წაუყენა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეისთვის დახმარების გაწევაშია ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, იუნ სოკ-იულმა ბრძანა დრონების ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით გაშვება, რათა საომარი მოქმედებები პროვოცირებულიყო და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საბაბად გამოეყენებინათ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ იუნმა ამგვარად „მოწინააღმდეგეს სარგებელი მოუტანა“ სამხედრო მონაცემების გადაცემით, რადგან სამხრეთ კორეული დრონები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ჩამოვარდა.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ დრონით ინციდენტმა სერიოზული ზიანი მიაყენა რეგიონულ უსაფრთხოებას და ღრმა დიპლომატიური კრიზისი შექმნა.
გამოძიება გრძელდება, სამართლებრივი ზომების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.